ზღვიდან მთებამდე — მცენარეების გამოყენება აჭარაში, სამეგრელოსა და ქვემო სვანეთში

Authors

  • ნარელ ი. პანიაგუა სამბრანა
  • შალვა სიხარულიძე
  • ზაალ კიკვიძე
  • მაია დარჩიძე
  • ზურაბ მანველიძე
  • ჟანა ეხვაია
  • დავით ქიქოძე
  • დავით ჭელიძე
  • მანანა ხუციშვილი
  • ქეთევან ბაცაცაშვილი
  • რობი ე. ჰარტი

Abstract

აბსტრაქტი

აჭარა, სამეგრელო და ქვემო სვანეთი საქართველოს ისტორიული მხარეებია, განლაგებული დიდი კავკასიონის დასავლეთი ნაწილის სამხრეთი მაკრო-ფერდობებსა (სამეგრელო და ქვემო სვანეთი) და მცირე კავკასიონის დასავლეთში, შავი ზღვამდე (აჭარა). ჩვენი შრომა სწავლობდა მცენარეთა ტრადიციულ გამოყენებას ამ რეგიონებში. საველე სამუშაოები ჩატარდა 2014 წლის ივლის-აგვისტოსა და 2019 წლის ივნის-ნოემბერში. ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით გამოიკითხა 84 რესპონდენტი (40 ქალი და 44 კაცი), მათგან წინასწარი სიტყვიერი თანხმობის მიღების შემდეგ. კვლევის რეგიონში აღრიცხული იქნა 276 მცენარის სახეობა, რომლებიც 181 გვარსა და 88 ოჯახს ეკუთვნიან, ასევე 3 სოკოს სახეობა კიდევ 5 სოკო, რომელთა სახეობამდე გარკვევა ვერ მოხერხდა, მთლიანობაში სულ ცოტა 9 გვარის და 7 ოჯახის სოკო. აღინუსხა ასევე მღიერის 1 სახეობის გამოყენება. ამათგან, 163 სახეობა ველურად გროვდებოდა, 114 ბაღ-ბოსტნებში მოყავდათ, ხოლო 18 გროვდებოდა როგორც ველურ ბუნებაში, ისე ბაღ-ბოსტნებში.

გამოყენებული მცენარეების სახეობები რეგიონის შიგნით უმთავრესად თანხვედრილი იყო, ოდნავ მეტი იყო სხვაობები მცენარეთა გამოყენებაში. გარემოზე მორგების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ცვალებადობის დიდი ნაწილი აიხსნება მონაწილეთა სოფლების მდებარეობით.

 ზღვის დონიდან სიმაღლე მნიშვნელოვნად ხსნიდა მცენარეთა სახეობების ორდინაციას, მაგრამ ვერ ხსნიდა სხვაობებს ამ მცენარეთა გამოყენებაში. მონაწილეთა სქესს არ ქონდა მნიშვნელობა არც მცენარეთა ორდინაციისთვის, არც მათი გამოყენების კატეგორიათა ორდინაციისთვის

გასაღები სიტყვები: კავკასია, ეთნობოტანიკა, მცენარეთა გამოყენება, ტრადიციული ცოდნა, პოსტსაბჭოთა განვითარება

Downloads

Published

2020-12-14

How to Cite

პანიაგუა სამბრანა ნ. ი., სიხარულიძე შ., კიკვიძე ზ., დარჩიძე მ., მანველიძე ზ., ეხვაია ჟ., ქიქოძე დ., ჭელიძე დ., ხუციშვილი მ., ბაცაცაშვილი ქ., & ჰარტი რ. ე. (2020). ზღვიდან მთებამდე — მცენარეების გამოყენება აჭარაში, სამეგრელოსა და ქვემო სვანეთში. Ethnobotany Research and Applications, 20, 1–24. Retrieved from https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/article/view/2537

Issue

Section

Repatriation of ethnobotanical studies