კახეთისა და ქვემო ქართლის ეთნობოტანიკა
Abstract
აბსტრაქტი
შესავალი: საქართველოს ისტორიული პროვინციები, კახეთი და ქვემო ქართლი დიდი კავკასიონის სამხრეთი მაკრო-ფერდობებსა (კახეთი) და მცირე კავკასიონის აღმოსავლეთში (ქვემო ქართლი). ჩვენი შრომა სწავლობდა მცენარეთა ტრადიციულ გამოყენებას კახეთსა და ქვემო ქართლში.
მეთოდები: საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის აგვისტო-ნოემბერში. ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით გამოიკითხა 40 რესპონდენტი (26 ქალი და 14 კაცი), მათგან წინასწარი სიტყვიერი თანხმობის მიღების შემდეგ.
შედეგები: კვლევის რეგიონში აღრიცხული იქნა 215 მცენარის სახეობა, რომლებიც 157 გვარსა და 114 ოჯახს ეკუთვნიან, ასევე 3 სოკოს სახეობა და სულ ცოტა 5 გვარის სოკო, რომელთა სახეობამდე გარკვევა ვერ მოხერხდა. ამათგან, 114 სახეობა ველურად გროვდებოდა, 88 ბაღ-ბოსტნებში მოყავდათ, ხოლო 18 გროვდებოდა როგორც ველურ ბუნებაში, ისე ბაღ-ბოსტნებში. გამოყენებული მცენარეების სახეობები რეგიონის შიგნით უმთავრესად თანხვედრილი იყო, ოდნავ მეტი იყო სხვაობები მცენარეთა გამოყენებაში. გარემოზე მორგების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ცვალებადობის დიდი ნაწილი აიხსნება მონაწილეთა სოფლების მდებარეობით. ზღვის დონიდან სიმაღლე მნიშვნელოვნად ხსნიდა მცენარეთა სახეობების ორდინაციას, მაგრამ ვერ ხსნიდა სხვაობებს ამ მცენარეთა გამოყენებაში. მონაწილეთა სქესს არ ქონდა მნიშვნელობა მცენარეთა ორდინაციისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო გამოყენების ორდინაციისთვის.დასკვნები: ტყის მცენარეების ნაკლებად გამოყენების მიზეზი კახეთსა და ქვემო ქართლში უკავშირდება ფაქტს, რომ ორივე ეს რეგიონი ახლოა დიდ ბაზრებთან, რაც ამცირებს ბევრი მცენარის შეგროვების ან მოყვანის აუცილებლობას. გარდა ამისა, კახეთი საქართველოს ყველაზე ნაყოფიერი რეგიონია, ძალიან მოკლე ზამთრით და ესეც ამცირებს, მაგალითად, ფხლისთვის მცენარეების შეგროვების აუცილებლობას. ამის მაგალითია ლაგოდეხი, თითქმის სუბტროპიკული ჰავით, სადაც ჩვენმა კვლევამ ვერ აღრიცხა ტყის მცენარეებს საკვებად გამოყენების შემთხვევები.
გასაღები სიტყვები: კავკასია, ეთნობოტანიკა, მცენარეთა გამოყენება, ტრადიციული ცოდნა, პოსტ-საბჭოთა განვითარება
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
All articles are copyrighted by the first author and are published online by license from the first author. Articles are intended for free public distribution and discussion without charge. Accuracy of the content is the responsibility of the authors.