სხვადასხვანაირი ძმები — მცენარეთა და სოკოების გამოყენება გურიასა და რაჭაში
Abstract
აბსტრაქტი
გურია და რაჭა საქართველოს ისტორიული მხარეებია, განლაგებული დიდი კავკასიონის დასავლეთი ნაწილის სამხრეთი მაკრო-ფერდობებსა (რაჭა) და მცირე კავკასიონის დასავლეთში შავი ზღვისკენ (გურია). ჩვენი შრომა სწავლობდა მცენარეთა ტრადიციულ გამოყენებას გურიასა და რაჭაში. საველე სამუშაოები ჩატარდა 2014 და 2016 წლებში, ივნის-აგვისტოში. ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით გამოიკითხა 32 რესპონდენტი (10 ქალი და 22 კაცი), მათგან წინასწარი სიტყვიერი თანხმობის მიღების შემდეგ. კვლევის რეგიონში აღრიცხული იქნა 338 მცენარის სახეობა, რომლებიც 252 გვარსა და 101 ოჯახს ეკუთვნიან და ოთხი მცენარე, რომელთა სახეობამდე გარკვევა ვერ მოხერხდა, ასევე 20 სოკოს სახეობა და კიდევ 15 სოკო, რომელთა სახეობამდე გარკვევა ვერ მოხერხდა, მთლიანობაში სულ ცოტა 16 გვარის და 16 ოჯახის სოკო. ამათგან, 223 სახეობა ველურად გროვდებოდა, 110 ბაღ-ბოსტნებში მოყავდათ, ხოლო 56 გროვდებოდა როგორც ველურ ბუნებაში, ისე ბაღ-ბოსტნებში. გამოყენებული მცენარეების სახეობები რეგიონის შიგნით უმთავრესად თანხვედრილი იყო, ოდნავ მეტი იყო სხვაობები მცენარეთა გამოყენებაში. გარემოზე მორგების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ცვალებადობის დიდი ნაწილი აიხსნება მონაწილეთა სოფლების მდებარეობით. ზღვის დონიდან სიმაღლე მნიშვნელოვნად ხსნიდა მცენარეთა სახეობების ორდინაციას, მაგრამ ვერ ხსნიდა სხვაობებს ამ მცენარეთა გამოყენებაში. მონაწილეთა სქესს არ ქონდა მნიშვნელობა არც მცენარეთა ორდინაციისთვის, არც მათი გამოყენების კატეგორიათა ორდინაციისთვის.
გასაღები სიტყვები: კავკასია, ეთნობოტანიკა, მცენარეთა გამოყენება, ტრადიციული ცოდნა, პოსტსაბჭოთა განვითარება
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
All articles are copyrighted by the first author and are published online by license from the first author. Articles are intended for free public distribution and discussion without charge. Accuracy of the content is the responsibility of the authors.