მცენარეთა და სოკოების გამოყენება თუშ-ფშავ-ხევსურეთში

Authors

  • რაინერ ვ ბუსმანი Ilia State University Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden Department of Ethnobotany 1 Botanical Str. 0105 Tbilisi Georgia http://orcid.org/0000-0002-3524-5273
  • ნარელ ი პანიაგუა სამბრანა
  • შალვა სიხარულიძე
  • ზაალ კიკვიძე
  • დავით ქიქოძე
  • დავით ჭელიძე
  • ქეთევან ბაცაცაშვილი
  • რობი ე ჰარტი

Abstract

აბსტრაქტი

ეს შრომა აღწერს მცენარეების ტრადიციულ გამოყენებას თუშ-ფშავ-ხევსურეთში. ჩვენი ჰიპოთეზით: (1) მცენარეების ცოდნა მეტია ზღვის დონიდან მაღლა მდებარე, შედარებით უფრო იზოლირებულ სოფლებში და (2) ბაღ-ბოსტნებს უფრო დაბლა მდებარე სოფლებში აშენებენ. საველე სამუშაოები ჩატარდა ხევსურეთში, ფშავსა და თუშეთში, სადაც ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით გამოიკითხა 74 მონაწილე. ამ კვლევისას ჩაიწერა 317 სახეობის მცენარის, რომლებიც 203 გვარსა და 80 ოჯახს ეკუთვნის, გამოყენება. ამათგან, 197 სახეობა ტყეში გროვდებოდა, 73 ბოსტანში მოყავდათ, ხოლო 47 ტყიდანაც მოჰქონდათ და ბაღ-ბოსტნებშიც ჰქონდათ. მცენარეთა და მათი გამოყენების ორდინაციული სივრცეები მნიშვნელოვნად აიხსნებოდა სოფლის სიმაღლით ზღვის დონიდან და ამ სოფლის იდენტობით. ასაკი და სქესი არ ხსნიდა მნიშვნელოვნად მონაწილეთა განლაგებას ამ ორდინაციებში. ჩანაწერთა რიცხვი უმაღლესი იყო მცენარეების საკვებად და სამკურნალოდ გამოყენების კატეგორიებში, სადაც ასევე მაღალი იყო მონაწილეთა კონსენსუსი. მერქნიან მცენარეებს ახასიათებდა შედარებით მაღალი გამოყენების მრავალფეროვნება (UD), ბაღისა და ბოსტნის მცენარეები კი მაღალი გამოყენების სიდიდით (UV) გამოირჩეოდნენ. ჩვენ მიერ აღწერილი მცენარეთა სახეობები და მათი გამოყენება აშკარა კავშირშია უფრო ფართო ევრაზიულ კულტურულ კომპლექსთან. მაგრამ, ჩვენ მიერ ჩაწერილი სახეობების რაოდენობა გაცილებით აღემატება საქართველოს გარეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონსა ან უფრო ფართოდ ევრაზიაში დოკუმენტირებული სახეობების სიებს. ტრადიციული ბაღ-ბოსტნები საქართველოს სოციო-ეკოლოგიურ მეხსიერებას ემსახურება.

საქართველოს კავკასიაში გამოყენებული მცენარეების დიდ მრავალფეროვნებას შეუძლია სასურსათო უსაფრთხოების რეზერვუარის როლი შეასრულოს, თუმცა კლიმატის ცვლილება უკვე ემუქრება როგორც ბუნებრივ ფლორისტულ მრავალფეროვნებას, ისე ბაღ-ბოსტნის კულტურულ მცენარეებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კონტინენტზე.

Author Biography

რაინერ ვ ბუსმანი, Ilia State University Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden Department of Ethnobotany 1 Botanical Str. 0105 Tbilisi Georgia

Prinicipal Scientist, Department of Ethnobotany, Institute of Botany, Ilia State University

Downloads

Published

2020-12-14

How to Cite

ბუსმანი რ. ვ., პანიაგუა სამბრანა ნ. ი., სიხარულიძე შ., კიკვიძე ზ., ქიქოძე დ., ჭელიძე დ., ბაცაცაშვილი ქ., & ჰარტი რ. ე. (2020). მცენარეთა და სოკოების გამოყენება თუშ-ფშავ-ხევსურეთში. Ethnobotany Research and Applications, 20, 1–24. Retrieved from https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/article/view/2543

Issue

Section

Repatriation of ethnobotanical studies