სამცხე-ჯავახეთის ეთნობოტანიკა
Abstract
აბსტრაქტი
დღევანდელი სამცხე-ჯავახეთი მოიცავს ისტორიულ მესხეთს, ჯავახეთსა და თორს. ადგილობრივი მოსახლეობა შედგება როგორც ქართველებისგან, ისე, მნიშვნელოვანწილად, სომხებისა და სხვა ეთნოსებისგან. ჩვენ შევისწავლეთ მცენარეების ტრადიციული გამოყენება სამცხე-ჯავახეთში შემდეგი ჰიპოთეზების შესამოწმებლად: (1) მცენარეების გამოყენების ცოდნა მეტადაა შემორჩენილი მაღალთის იზოლირებულ სოფლებში და (2) ბაღ-ბოსტნები უფრო ბარშია გავრცელებული. საველე სამუშაოები ჩატარდა 2013-2014 წწ. ივლის-აგვისტოში და 2015 წ. სექტემბერ-ოქტომბერში, ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარების გამოყენებით. გამოკითხულებმა დაასახელეს 261 სახეობა, რომლებიც ეკუთვნიან 161 გვარსა და 70 ოჯახს, მათგან 160 სახეობა მხოლოდ ველურად მზარდია, 81 საკარმიდამო ბოსტნებში მოყავთ, ხოლო 20 მოყავთ კიდეც და ტყეშიც აგროვებენ. სახეობათა უმრავლესობა და მათი გამოყენება ერთნაირი იყო რეგიონში, თუმცა ზოგი სახეობა მხოლოდ ბარის სოფლებში ჩავიწერეთ, რაც ამ სოფლებში უფრო ნაირგვარი სახეობების შეგროვებისა და მოყვანის შესაძლებლობას აჩვენებს. სოფლის სიმაღლე ზღვის დონიდან კარგად ხსნიდა მცენარეთა და მათი გამოყენების ორდინაციულ სივრცეებს. ასევე კარგად ხსნიდა ამ სივრცეებში გამოკითხულთა განლაგებას სოფლის იდენტობაც. მინაწილეთა ასაკი მცენარეთა ორდინაციული სივრცეზე ახდენდა გავლენას, ხოლო მონაწილეთა სქესი არ იყო მნიშვნელოვანი არც ერთი სივრცისთვის.
გასაღები სიტყვები: კავკასია, მცენარეთა გამოყენება, ლინგვისტური ეთნობოტანიკა, ტრადიციული ცოდნა, პოსტ-საბჭოთა განვითარება
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
All articles are copyrighted by the first author and are published online by license from the first author. Articles are intended for free public distribution and discussion without charge. Accuracy of the content is the responsibility of the authors.