ხევსურეთის, სამცხე-ჯავახეთის, თუშეთის, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შედარებითი ეთნობოტანიკური შესწავლა

Authors

  • რაინერ ვ ბუსმანი Ilia State University Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden Department of Ethnobotany 1 Botanical Str. 0105 Tbilisi Georgia http://orcid.org/0000-0002-3524-5273
  • ნარელ ი პანიაგუა სამბრანა
  • შალვა სიხარულიძე
  • ზაალ კიკვიძე
  • დავით ქიქოძე
  • დავით ჭელიძე
  • მანანა ხუციშვილი
  • ქეთევან ბაცაცაშვილი
  • რობი ე ჰარტი

Abstract

აბსტრაქტი

შესავალი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცენტრს ეკუთვნის და აქ მიწათმოქმედების ისტორია 6000 წელს ითვლის. მაგრამ, 1940 წლის შემდეგ ამ რეგიონიდან ძალიან ცოტა ეთნობოტანიკური კვლევაა გამოქვეყნებული. ამ ნაკლის შესავსებად, ჩვენ ჩავატარეთ ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვამოწმებდით შემდეგ ჰიპოთეზებს: (1) მცენარეების გამოყენების ხანგრძლივი ტრადიციისა და საბჭოთა პერიოდში იზოლაციის გამო, როგორც ბაღ-ბოსტნის, ისე ველური მცენარეების გამოყენების ტრადიციები უკეთაა შემონახული საქართველოში, ვიდრე სხვაგან; (2) საბჭოთა ოკუპაციის წლებს ფართო გავლენა ჰქონდა მცენარეთა გამოყენებაზე; (3) მიუხედავად მცენარეების ფართო გამოყენებისა, ადგილი ექნებოდა მათი ცოდნის გარკვეულ კარგვას.

მეთოდები: საველე სამუშაოები ჩატარდა ხევსურეთში, სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში, სვანეთში და რაჭაში 2013-2014 წწ. ივლის-აგვისტოში და 2015 წ. სექტემბერ-ოქტომბერში.  ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარებით გამოიკითხა 170 მონაწილე (80 ქალი და 90 კაცი), წინასწარი ვერბალური ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ. ყველა გამოკითხვა ჩატარდა მონაწილის სახლსა და კარ-მიდამოში, ქართულად და ადგილობრივ (სვანურ, თუშურ, ხევსურულ, ფშაურ) დიალექტებზე მოსაუბრე მკვლევარების მიერ, ხოლო თუ მონაწილეების მშობლიური ენა სხვა იყო, მაშინ გამოკითხვა ტარდებოდა ბერძნულად, სომხურად და რუსულად, თარჯიმნების დახმარებით.

შედეგები: საკვლევ რეგიონებში ჩაწერილ იქნა 480 მცენარის სახეობა, რომლებიც ეკუთვნოდა 249 გვარს და 95 ოჯახს. სახეობების ყველაზე მეტი რაოდენობა და უნიკალური სახეობები ჩაწერილ იქნა თუშეთსა და ხევსურეთში. ყველა რეგიონში, მონაწილეთა კონსენსუსი მცენარეთა გამოყენებაზე უმაღლესი იყო საკვები და სამკურნალო მცენარეების კატეგორიაში. 480 ჩაწერილი სახეობიდან 282 ველურია, 103 ბაღ-ბოსტნის, ხოლო 84 სახეობას აგროვებდენ როგორც ტყეში, ისე ბაღ-ბოსტანშიც მოყავდათ.

დასკვნები: ჩვენი კვლევის დროს ჩაწერილი მცენარეული სახეობები და მათი გამოყენება, როგორც საერთოდ საქართველოში, ისე მის რეგიონებში, მკაფიოდ უკავშირდება უფრო ფართო, კავკასია-მცირე-აზია-ბალკანეთის კომპლექსს. მაგრამ, საქართველოში მცენარეების გამოყენება ბევრად უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე ევრაზიის რომელიმე სხვა ადგილზე ჩატარებულ შრომებშია აღწერილი.

გასაღები სიტყვები: საქართველო, კავკასია, ტრადიციული ცოდნა, ცოდნის კარგვა, კონსერვაცია

Author Biography

რაინერ ვ ბუსმანი, Ilia State University Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden Department of Ethnobotany 1 Botanical Str. 0105 Tbilisi Georgia

Prinicipal Scientist, Department of Ethnobotany, Institute of Botany, Ilia State University

Downloads

Published

2020-12-14

How to Cite

ბუსმანი რ. ვ., პანიაგუა სამბრანა ნ. ი., სიხარულიძე შ., კიკვიძე ზ., ქიქოძე დ., ჭელიძე დ., ხუციშვილი მ., ბაცაცაშვილი ქ., & ჰარტი რ. ე. (2020). ხევსურეთის, სამცხე-ჯავახეთის, თუშეთის, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შედარებითი ეთნობოტანიკური შესწავლა. Ethnobotany Research and Applications, 20, 1–59. Retrieved from https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/article/view/2547

Issue

Section

Repatriation of ethnobotanical studies