სვანეთისა და ლეჩხუმის სამკურნალო და საკვები მცენარეები, საქართველო (კავკასია), საქართველო.
Abstract
აბსტრაქტი
სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ისტორიული პროვინციებია, დიდი კავკასიონის დასავლეთი ნაწილის სამხრეთის ფერდებზეა შეფენილი. ამ რეგიონში, განსაკუთრებით სვანეთში სწრაფად ვითარდება ტურიზმი. მაგრამ საკვირვლად ცოტაა აქ ჩატარებული კვლევები ადგილობრივი მკვიდრთა მიერ მცენარეების გამოყენების შესახებ. ჩვენ გამოვიკვლიეთ სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცენარეების ტრადიციული გამოყენება შემდეგი ორი ჰიპოთეზის შესამოწმებლად: (1) მცენარეების გამოყენების ცოდნა მეტია მთაში, მაღლამდებარე სოფლებში და (2) საკარმიდამო ბოსტნები მეტია დაბლა მდებარე სოფლებში. საველე სამუშაოები ჩატარდა სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 2014 წლის ივლი- აგვისტოში, 17 სოფელში. ვიყენებდით ნახევრად სტრუქტურირებულ კითხვარებს, გამოიკითხა 63 რესპონდენტი. მათ დაასახელეს 203 სახეობა, რომლებიც ეკუთვნიან 144 გვარსა და 65 ოჯახს, მათგან 99 სახეობა მხოლოდ ველურად მზარდია, 73 საკარმიდამო ბოსტნებში მოყავთ, ხოლო 35 მოყავთ კიდეც და ტყეშიც აგროვებენ. რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ერთსა და იგივე მცენარეებს იყენებენ, ოდნავი სხვაობებია მათს გამოყენების წესში. აღმოჩენილი მცირე ცვალებადობა აიხსნება რესპონდენტების სოფლებისადმი მიკუთვნებით და ამ სოფლების ზღვის დონიდან მდებარეობის სიმაღლით. რესპონდენტთა სქესს მნიშვნელოვანი გავლენა არ აღმოაჩნდა.
გასაღები სიტყვები: კავკასია; ეთნობოტანიკა; მცენარეთა გამოყენება; ტრადიციული ცოდნა; პოსტ-საბჭოთა განვითარება
Downloads
Published
How to Cite
Issue
Section
License
All articles are copyrighted by the first author and are published online by license from the first author. Articles are intended for free public distribution and discussion without charge. Accuracy of the content is the responsibility of the authors.