ზემო იმერეთის, უკანა ფშავის, მესხეთისა და პანკისის ხეობის ეთნობოტანიკა

Authors

  • Rainer W Bussmann Ilia State University, Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden, Department of Ethnobotany, 1 Botanical Str., 0105 Tbilisi, Georgia http://orcid.org/0000-0002-3524-5273
  • Narel Y Paniagua Zambrana
  • Shalva Sikharulidze
  • Zaal Kikvidze
  • David Kikodze
  • David Tchelidze
  • Ketevan Batsatsashvili
  • Robbie E Hart

Abstract

რეზიუმე

რ. ვ. ბუსმანი, ნ. ი. პანიაგუა სამბრანა, შ. სიხარულიძე, ზ. კიკვიძე,დ. ქიქოძე, დ. ჭელიძე, ქ. ბაცაცაშვილი და რ. ე. ჰარტი. ზემო იმერეთის, უკანა ფშავის, მესხეთისა და პანკისის ხეობის ეთნობოტანიკა.

Bussmann RW, Paniagua Zambrana NY, Sikharulidze S, Kikvidze Z, Kikodze D, Tchelidze D, Batsatsashvili K, Hart RE. 2021. An ethnobotany of Upper Imereti, Ukana Pshavi, Meshketi and Pankisi gorge, Sakartvelo (Republic of Georgia), Caucasus. Bocconea 29:33-54.

ზემო იმერეთი და მესხეთი საქართველოს მეზობელი კუთხეებია, შეფენილი დიდი კავკასიონის დასავლეთ (იმერეთი) და მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში (მესხეთი), შავი ზღვის მაყურებელ მაკრო-ფერდობებზე. ფშავი და პანკისი კი ადმინსტრაციულად კახეთს ეკუთვნის და დიდი კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილშია.

ამ შრომაში ჩვენ ვიწერდით მცენარეების ტრადიციული გამოყენებას ზემო იმერეთში, მესხეთში, უკანა ფშავსა და პანკისში. საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარების გამოყენებით გამოიკითხა 34 მონაწილე (12 ქალი და 22 კაცი), წინასწარ თანხმობის მიღების შემდეგ. ჩვენ ჩავიწერეთ 220 სახეობა, რომლებიც წარმოადგენდენ ჭურჭლოვანი მცენარეების 159 გვარსა და 59 ოჯახს, სოკოების 5 ოჯახს (სულ 24 სოკო, რომელთაგან სახეობამდე გაირკვა 2). 127 ჭურჭლოვანი მცენარის სახეობა მხოლოდ ბუნებაში გროვდებოდა, 91 მოყავდათ ბაღ-ბოსტნებში, ხოლო ორი მათგანი ტყეშიც გროვდებოდა და ბაღ-ბოსტანშიც მოყავდათ. მცენარეეები და მათი გამოყენება მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა სხვადასხვა კუთხეში, ოდნავ მეტი იყო სხვაობები გამოყენებაში. გარემოსთან მორგების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვაობების დიდი ნაწილი აიხსნებოდა სოფლების იდენტობით. ზღვის დონიდან სიმაღლეც მნიშვნელოვნად ხსნიდა თუ რა მცენარეებს მოიხმარდნენ ეს სოფლები, თუმცა გამოყენების ხერხებს შორის სხვაობა არ იყო სიმაღლეზე დამოკიდებული. მონაწილეების პასუხები ქალებსა და კაცებს შორის ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

გასაღები სიტყვები: კავკასია, ეთნობოტანიკა, მცენარეების გამოყენება, ტრადიციული ცოდნა, პოსტ-საბჭოთა განვითარება.

Author Biography

Rainer W Bussmann, Ilia State University, Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden, Department of Ethnobotany, 1 Botanical Str., 0105 Tbilisi, Georgia

Prinicipal Scientist, Department of Ethnobotany, Institute of Botany, Ilia State University

Downloads

Published

2021-08-20

How to Cite

Bussmann, R. W., Paniagua Zambrana, N. Y., Sikharulidze, S., Kikvidze, Z., Kikodze, D., Tchelidze, D., Batsatsashvili, K., & Hart, R. E. (2021). ზემო იმერეთის, უკანა ფშავის, მესხეთისა და პანკისის ხეობის ეთნობოტანიკა. Ethnobotany Research and Applications, 22, 1–22. Retrieved from https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/article/view/3157

Issue

Section

Repatriation of ethnobotanical studies