ერთიანობა მრავალფეროვნებაში - საქართველოს საკვები მცენარეები და სოკოები

Authors

Abstract

Bussmann, RW; Paniagua Zambrana, NY; Ur Rahman, I; Kikvidze, Z; Sikharulidze, S; Kikodze, D; Tchelidze, D; Khutsishvili, M; Batsatsashvili, K (2021). Unity in diversity - Food plants and fungi of Sakartvelo (Republic of Georgia), Caucasus. Journal of Ethnobiology and Ethnomedicine 17(72). doi: 10.1186/s13002-021-00490-9

შესავალი: საქართველო ეკუთვნის კავკასიის ბიომრავალფეროვნების კერას, სადაც ადამიანების მიერ სამიწათმოქმედო მცენარეების გამოყენება სულ ცოტა 6000 წელს ითვლის. ბოლო წლებში ამ რეგიონიდან ბევრი შრომა გამოქვეყნდა. ამ სტატიაში ჩვენ ვაანალიზებთ საკვებ მცენარეებს საქართველოს ტერიტორიის იმ 80% პროცენტიდან, რომელიც რუსულ საოკუპაციო ჯარებს არ უკავიათ. ჩვენი ჰიპოთეზით: (1) მცენარეების გამოყენების ხანგრძლივი ტრადიციისა და საბჭოთა წლებში ქვეყნის იზოლაციის გამო, როგორც ბაღბოსტანში მოყვანილი, ისე ტყეში შეგროვილი მცენარეების გამოყენება უფრო გამოხატული იქნებოდა საქართველოში, ვიდრე მის გარეთ ამ რეგიონში, (2) მცენარეებისა და მათი გამოყენების ცოდნა ფართოდ და თანაბრად იქნებოდა გავრცელებული საქართველოს უდიდეს ნაწილში და (3) მიუხედავად მცენარეების ფართო გამოყენებისა, მაინც იქნებოდა ამ ცოდნის კარგვის შემთხვევები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატურად ხელსაყრელ სამიწათმოქმედო რეგიონებში.

მეთოდები: 2013-2019 წწ. გამოვკითხეთ 380 რესპონდენტი საქართველოს ყველა მხარეში, გარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა და ჩავიწერეთ 19800-ზე მეტი საკვები მცენარის გამოყენება. ყველა გამოკითხვა ჩატარდა მონაწილეთა სახლსა და ბაღ-ბოსტნებში ქართულსა და მის დიალექტებზე (იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, თუშური, ხევსურული, ფშაური, კახური), ასევე სხვა ქართველურ ენებსა (სვანური, მეგრული) და უმცირესობათა ენებზე (ოსური, უდიური, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული).

შედეგები: სამხარეო დაყოფა უპირველესად საქართველოს ისტორიული პროვინციების მიხედვით ხდებოდა, რაც ხშირად ახლანდელ ადმინისტრაციულ საზღვრებს ემთხვეოდა. ტაქსონების ჯამურმა რაოდენობამ 527 შეადგინა, რომელთა უმრავლესობა სახეობამდე იქნა გარკვეული. ტაქსონომიურად, სხვაობა საკვებ მცენარეთა ორ ჯგუფს - ბაღბოსტნისა და ველურის - მკაფიოდ გამოიხატა ოჯახების დონეზეც კი. ბაღბოსტნის მცენარეთა ოჯახების სიმდიდრე იყო 65, ხოლო ველურისა 97, თანაც სხვაობა მაღალმნიშვნელოვანი იყო. სხვა ინდექსებიც ცალსახად მიუთითებდნენ ველური მცენარეების ოჯახების გაცილებით უფრო მრავალფეროვან შემადგენლობას ბაღბოსტნის მცენარეებთან შედარებით, იმდენად, რამდენადაც ყველა გამოყენებულმა ინდექსმა მაღალმნიშვნელოვანი სხვაობა აჩვენა.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფხალი და მწნილები. ზოგიერთი მცენარე შხამიანია დიდი რაოდენობით და, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, საკვებად მომზადებას სიფრთხილე სჭირდება. ავტორებმა ცალსახად გადაწყვიტეს ასეთი რეცეპტების არ გამოქვეყნება, რადგან ბევრი ამ მცენარეთაგანი ფართოდაა გავრცელებული, ხოლო ნაერთების შემადგენლობა და, შესაძლოა, მათი ტოქსიკური ეფექტი ცვლებადობს გავრცელების არეალში. ამიტომ მეთოდი, რომელიც ეფექტურია კავკასიაში, შეიძლება არ გამოდგეს ამ რეგიონის გარეთ.

დასკვნები: ველურად მზარდი მცენარეების შემთხვევაში, მხარეებს შორის სხვაობები უფრო მკაფიოდ ჩანს. მეზობელი მხარეები ერთად ჯგუფდებიან (ქვემო რაჭა, ზემო რაჭა და ზემო იმერეთი; სამეგრელო, გურია, აჭარა, ლეჩხუმი, ზემო და ქვემო სვანეთი; მესხეთი, ჯავახეთი, ქვემო ქართლი, მთიულეთი, კახეთი, ხევსურეთი, თუშეთი). ისევე, როგორც ბაღბოსტნის მცენარეების შემთხვევაში, ჩაწერილი ველური საკვები სახეობების მრავალფეროვნება ძლიერ ცვალებადობდა. ამ ცვალებადობაში როლს ალბათ ჰავის სიმკაცრე და ველური მცენარეების გამოყენების ტრადიციები თამაშობენ. მთლიანობაში, მცენარეების ცოდნა ფართოდაა გავრცელებული და ნარჩუნდება მთელს საქართველოში.

გასაღები სიტყვები: საქართველო, კავკასია, ტრადიციული ცოდნა, ცოდნის კარგვა, საკვები მცენარეები, კონსერვაცია

Author Biography

Rainer W Bussmann, Ilia State University, Institute of Botany and Bakuriani Alpine Botanical Garden, Department of Ethnobotany, 1 Botanical Str., 0105 Tbilisi, Georgia

Prinicipal Scientist, Department of Ethnobotany, Institute of Botany, Ilia State University

Downloads

Published

2022-01-04

How to Cite

Bussmann, R. W., Paniagua Zambrana, N. Y., Ur Rahman, I., Kikvidze, Z., Sikharulidze, S., Kikodze, D., Tchelidze, D., Khutsishvili, M., & Batsatsashvili, K. (2022). ერთიანობა მრავალფეროვნებაში - საქართველოს საკვები მცენარეები და სოკოები. Ethnobotany Research and Applications, 23, 1–69. Retrieved from https://ethnobotanyjournal.org/index.php/era/article/view/3463

Issue

Section

Repatriation of ethnobotanical studies